კონტაქტი   საიტის რუკა
qwe
qwe
ნავთობბიზნესი
 
 

ბიზნეს ერთეულები

ლარის ოფიციალური კურსი
  19.08
20.08
დოლ. 2.7342 2.7342
ევრო 3.0940 3.0940

რუკა

ნავთობბიზნესი
მოკლე მიმოხილვა

ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საწვავით მოვაჭრეებმა ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის განვითარება და ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა დაიწყეს, რომელსაც არაბრენდირებული (ერთიანი სტანდარტების არმქონე) სახე ჰქონდა. იბერკომპანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც საწვავი საქართველოში ევროპიდან შემოჰქონდა და პირველი იმ კომპანიებს შორის, ვინც 1995 წლიდან ბრენდირებული (იბერკომპანის სახელით) აგს-ების საცალო გაყიდვების ქსელის კულტურა დანერგა.

   

ბრენდირებული საცალო ქსელების გამოჩენამ, ნავთობკომპანიების გაძლიერებამ და ამ ბიზნესში მათმა ევოლუციურმა განვითარებამ თანდათანობით არაბრენდირებული აგს-ების გაუჩინარება და საქართველოს ბაზარზე ძირითადად მსხვილი კომპანიების დამკვიდრება გამოიწვია.

დღესდღეობით კომპანიას შემოაქვს საწვავი ევროპიდან და შესაბამისად, მისი ბრენდის - ოპტიმას ქვეშ გაერთიანებულ და ასევე, არაბრენდირებულ ობიექტებსაც ამარაგებს მის მიერ შემოტანილი საწვავით.

ოპტიმა არის ავტოგასამართი სადგურების ქსელი, რომლის ბრენდი შეიქმნა 2017 წლის მაისში. ოპტიმას ბრენდი ოპერირებს მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ამ ეტაპისთვის ოპტიმას ავტოგასამართ სადგურებზე არის შემდეგი მომსახურებები: საწვავით მომსახურება, მაღაზია, ავტოსამრეცხაო, იგეგმება სხვა სერვისების, კრეძოდ, თვითმომსახურების სერვისების დამატება (წყლისა და ჰაერის დამატება), ასევე, სწრაფიგადახდის და ვენდინგის აპარატების დამატება, რასაც მოიცავს ბრენდის კონცეფცია და განისაზღვრება შემდეგნაირად: ოპტიმაში ყველაფერი მარტივია და მოხმარება იოლი, რაც მთავარია, მომხმარებელი ასხამს ხარისხიან საწვავს ოპტიმალურ ფასად და თვითონ უვლის საკუთარ ავტომანქანას. ოპტიმას სლოგანია - „ოპტიმალური არჩევანი!“

ოპტიმას ავტოგასამართი სადგურების ვიზუალი გამოირჩევა ნათელი ფერებით - ღია მწვანე და ცისფერი; ბრენდის კონცეფცია მოიცავს ლოიალური მომხმარებლის შეძენას არა მხოლოდ ოპტიმალური ფასის, არამედ  სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების ხარჯზე, რათა დიდ და კონკურენტულ ბაზარზე შეძლოს პოზიციონირება.

 

 

Copyright © 2011 - ყველა უფლება დაცულია. შპს ”იბერკომპანი”
დამზადებულია C141-ის მიერ
qwe
qwe
qwe
qwe