კონტაქტი   საიტის რუკა
qwe
qwe
ნავთობბიზნესი
 
 

კომპანიის შესახებ

ლარის ოფიციალური კურსი
  19.05
20.05
დოლ. 2.6984 2.6984
ევრო 3.0246 3.0246

რუკა

კომპანიის შესახებ
სიახლეები

საქართველოში ახალი ავტოგასამართი სადგურების ქსელი გამოჩნდა

ოპტიმა - ასე ქვია ავტოგასამართი სადგურების ახალ ბრენდს, რომელიც 2017 წლის ივნისის პირველი რიცხვებიდან გამოჩნდა საქართველოს საწვავის ბაზარზე და თბილისში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი ავტოგასამართი სადგურით ოპერირებს. ოპტიმას საქართველოს მასშტაბით რამოდენიმე ავტოგასამართი სადგური აქვს და წლის ბოლომდე მათ გაორმაგებას გეგმავს. ახალი ბრენდი მარაგდება ევროპული, კერძოდ, რუმინული და ბულგარული საწვავით. იგი მომხმარებელს ოპტიმალურ ფასს და ხარისხიან საწვავს სთავაზობს.

აღნიშნული ბრენდი ეკუთვნის შპს იბერკომპანის, რომელიც საწვავის ბაზარზე დიდი გამოცდილებით სარგებლობს, კომპანიამ საცალო ვაჭრობის განვითარება და ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა 1995 წლიდან დაიწყო. დღესდღეობით შპს იბერკომპანის საქართველოს მასშტაბით 30-მდე ავტოგასამართი სადგური აქვს, აქედან მხოლოდ 8 არის ოპტიმას ბრენდის ქვეშ, დანარჩენის გაერთიანება კი უახლოეს მომავალში იგეგმება.

თბილისში ოპტიმას ავტოგასამართი სადგურები ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორ მისამართზე, დიღმის ტრასაზე და კახეთის გზატკეცილზე, ვარკეთილის ხიდებთან მდებარეობს. 

  


„ჰოუმმარტმა“ 2016 წლის 24-26 აპრილს საქველმოქმედო  ფესტივალს „გაზაფხულის ყვავილები“ უმასპინძლა

„ჰოუმმარტი“ - ყველაფერი სახლისთვის საქველმოქმედო ფესტივალს - „გაზაფხულის ყვავილები“ უმასპინძლა. ფესტივალი კომპანია „აგრომაქს დეკორი“-ს უნიკალური ჯიშის დეკორატიული მცენარეების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა და 26 აპრილს ბავშვების საგაზაფხულო კოსტიუმების ჩვენებით დასრულდა.

საგაზაფხულო ჩვენება კვირას, 17:00 საათზე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა აკაპელა „The Quintessence“-მა მიიღო. ჩვენებას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები და ჟურნალისტები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველისთვის იყო შესაძლებელი.

„გაზაფხულის ყვავილების“ ფარგლებში, ა(ა)იპ „ჩემი სახლის“  სოციალურად დაუცველმა მოზარდებმა, „ხელოვნების სახლის“ აღსაზრდელებთან ერთად, თეატრალიზებული, საგაზაფხულო კოსტიუმების ჩვენება და გამოყენებითი ხელოვნების დარგში  საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

„პროექტის უმთავრესი მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ფსიქორეაბილიტაციის ხელშეწყობა გახლდათ, რაც დღესდღეობით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 

ღონისძიებაში მონაწილეობა 15 ბავშვმა მიიღო, რომლებსაც „ჰოუმმარტში“ მდებარე მაღაზიებისგან სპეციალური საჩუქრებიც გადაეცათ, მომხმარებელს კი სპეციალურ ფასდაკლებები შესთავაზეს. ფესტივალი „ჰოუმმარტის“ ორგანიზებით და ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ საინფორმაციო მხარდაჭერით ჩატარდა.

   

ჰოუმმარტი - ყველაფერი სახლისთვის

ჭავჭავაძის გამზ. N37ლ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრს, მიენიჭა სახელი, ლოგო და სლოგანი, ამიერიდან მომხმარებელი მას გაიცნობს, როგორც „ჰოუმმარტი - ყველაფერი სახლისთვის“.

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს შპს „იბერკომპანი“ და მას პატრნიორობას „არქი ჯგუფი“ უწევს, რომელიც სავაჭრო ცენტრის თავზე არქი თაუერის 23 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას 2018 წლის ზაფხულში დაასრულებს.

შეგახსენებთ იმ ბრენდების ჩამონათვალს, რომელიც „ჰოუმმარტში“ ოპერირებენ, ესენია: სუპერი, სუპერის სათამაშოები, სუპერ ჰოუმი, ინგლიშ ჰოუმი, პენტი, ასპრია, ბოჰემა, ლინზები.გე, მეგატექნიკა, მაიდეი და სხვა.

სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე 2017 წლის ივლისდან სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ ნაცვლად მსოფლიო ბრენდის "კარფურის" სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, ასევე სწრაფი კვების ობიექტები „ვენდი“ და "დანქინ დონათსი".


იბერკომპანი გახდა ხარისხის სართაშორისო ჯილდოს მფლობელი 

იბერკომპანი კვლავ გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია ESQR-ის ერთ-ერთი რჩეული სამშენებლო კომპანია ევროპის ქვეყნებში არსებულ კომპანიებს შორის და გადაეცა „საუკეთესო ხარისხის ლიდერის ჯილდო“  2014 წლის 9 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ლას ვეგასში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე.

როგორც გასულ წლებში, 2014 წელსაც ჩვენი კომპანია გამოირჩეოდა ხარისხის ერთგულებით, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვით, რის გამოც იბერკომპანიმ საქართველოს სახელით წარმატება მოიპოვა საერთაშორისო ბიზნეს სამყაროში.

     

სავაჭრო ცენტრის გახსნა ჭავჭავაძის გამზირზე

2014 წლის 6 ნოემბერს ვაკეში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N37ლ-ში იბერკომპანის ორგანიზებით გაიმართა ახალი სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნა, რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყო თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია, ასევე პატრნიორი კომპანიების წარმომადგენლები და მათ მიერ მოწვეული სტუმრები.

სავაჭრო ცენტრში მისულ სტუმრებს დახვდათ საზეიმო გარემო, ცოცხალი მუსიკა და სხვა მრავალი სიურპრიზი. ასევე ცნობილი ბრენდების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი არჩევანი: სახლის ავეჯი და დეკორაცია, ჭურჭელი და სახლის აქსესუარები, სახლისგანათება, საოჯახოტექნიკა, სათამაშოები, ქალის სამკაული და თეთრეული, ფიტნესი და სპორტული ტანსაცმელი.

სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე უკვე ფუნქციონირებს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ და მსოფლიოში ცნობილი სწრაფი კვების ბრენდი „ვენდისი“. აგრეთვე, პირველ სართულზე წარმოდგენილია სხვადასხვა   ბრენდის  მაღაზიები და სერვის ცენტრები: ვითიბი ბანკი, ვილეროი და ბოხიფარმადეპო, Game Zone, პეპელა, ჩაიმანია, დელფოსი, Hello Kitty და სხვა.

სავაჭროცენტრის მე-2 სართულზე განთავსებულია შემდეგი ტიპის ბრენდ მაღაზიები:

ასპრია - საქართველოში ყველაზე ცნობილი და თანამედროვე სტანდარტების მქონე პირველი ქსელური  ფიტნეს კომპანია, რომელიც ზრუნავს თავისი მომხმარებლების ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების  წესზე.

სუპერი - ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბრენდი, წარმოდგენილი როგორც ჭურჭლის ხაზით,  ასევე სახლის აქსესუარებითა და მრავალფეროვანი სათამაშოებით.

ჩემი სახლის ლაბორატორია - საერთაშორისო  კორპორაცია  ICR   გთავაზობთ  ორიგინალური  აქსესუარების მაღაზიას,  რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების სტილის შექმნაში.

English Home - ბრენდი, რომელიც  უზრუნველყოფს  მომხმარებელს  ინგლისური  დახვეწილი      სტილის  საოჯახო თეთრეულითა და სახლისათვის საჭირო აქსესუარებით.

ლოტო - მომხმარებელს სთავაზობს მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სპორტულ ფეხსაცმელს,  ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

პენტი - მომხმარებელს სთავაზობს ქალის თეთრეულის ფართო ასორტიმენტს, კოლგოტებს, საცურაო    კოსტუმებსპლაჟის აქსესუარებს, ჩუსტებს, ბავშვისა და მამაკაცის წინდებს.

პროლაითი - მაღაზია, რომლის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მოიცავს, როგორც ტექნიკურ, ასევე,  დეკორატიული გამოყენების თანამედროვე სტილის სანათ საშუალებებს.

LifeSyle - ბრენდი, რომლის ავეჯის ხარისხი და კლასიკური ესთეტიკა განაპირობებს იმას, რომ  ის არ ექვემდებარება მოდასა და წარმავალ ტენდენციებს, არამედ  შექმნილია  კომფორტისთვის  დღეს  და მომავალში.

Mandarina - საქართველოში უკვე კარგად ცნობილი ქსელი,  რომელიც  ქალბატონებს  საშუალებას  აძლევს შეიძინონ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დახვეწილი და გამორჩეული სამკაული.

Brandani - ქართველი მომხმარებლისთვის ჯერ არც ისე ნაცნობი იტალიური ბრენდი, რომელიც      აწარმოებს  სამზარეულოს აქსესუარებს და რომელსაც შეუძლია ყოველი დიასახლისის გულის მოგება.

Megatechnica - საქართველოში ცნობილი სავაჭრო ქსელი, რომელიც გამოირჩევა მსხვილი და წვრილი  ტექნიკის  არჩევანის მრავალფეროვნებით, დაბალი ფასებითა და მაღალი ხარისხით.

Musera - საიუველირო ნაკეთობების ფართო არჩევანი, კერძოდ იტალიური ვერცხლი და ბიჟუტერია.

Orthomed Georgia - ბავშვის ორთოპედიული ფეხსაცმელი.

Ninuca Accessories - ხელნაკეთი სამკაულები და ზამთრის აქსესუარები.

     
     
     

ქუთაისში ახალი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

2014 წლის 23 ოქტომბერს ქ.ქუთაისში სულხან-საბას ქუჩაზე შპს „იბერკომპანი პეტროლიუმმა“ გახსნა ლუკოილის ახალი ავტოგასამართი სადგური, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს ლუკოილის 6 სახის უმაღლესი ხარისხის საწვავი და ასევე ისარგებლოს ავტომობილის რეცხვის სერვისით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქ.ქუთაისში გახსნილი ავტოგასამართი სადგური ამ დროისთვის ერთადერთია დასავლეთ საქართველოში, რომელიც აშენდა ლუკოილის ახალი სტანდარტების დაცვით და ახალი ბრენდირებით.

ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებულია 8 თანამშრომელი.

     

მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა

იბერკომპანიმ დაიწყო მრავალფუნქციური კომპლექსის მშენელობა დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, სადაც განთავსდება როგორც კომერციული, ისე საცხოვრებელი ფართები.

იბერკომპანი თავის პარტნიორ „არქი ჯგუფ“-თან ერთად ჭავჭავაძეზე, სამების ეკლესიის გვერდით უმსხვილეს დეველოპერულ პროექტს „არქი თაუერ“-ს ახორციელებს. „არქი თაუერი“ 22 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომლის საერთო ფართობი 35,000 კვ.მ.–ს შეადგენს.  აქედან მიწისქვეშა სამი სართული პარკინგს დაეთმობა, პირველ და მეორე სართულზე სავაჭრო ცენტრი მოეწყობა, მესამე სართულიდან კი საცხოვრებელი ბინები განთავსდება.

სავაჭრო ცენტრში, რომელიც  7000 კვ.მ.–ს მოიცავს და ექსპლუატაციაში 2014 წლის დასაწყისში შევა, განთავსდება ჰიპერმარკეტი, სწრაფი კვების ობიექტი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსის დამთავრება იგეგმება 2016 წლის ზაფხულში, სადაც ასევე განთავსებული იქნება საცურაო აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი.
 
     

იბერკომპანი გახდა საერთაშორისო ჯილდოს -„ხარისხის ვარსკვლავი“- მფლობელი ოქროს კატეგორიაში

საერთაშორისო დაჯილდოება „ხარისხის ვარსკვლავი“ (ISAQ), რომელიც ტარდება ბიზნეს ინიციატივის მიმართულების მიერ (B.I.D. http://www.bid-org.com), აჯილდოვებს კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც ხელს უწყობს ამ კომპანიების რეპუტაციის ამაღლებასა და წინსვლას ხარისხის კულტურის დანერგვასა და განხორციელებაში. როგორც მაღალი ხარისხის ერთგულებითა და მოწინავე კომპანიის სახელით, ასევე ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვით, ჩვენმა კომპანიამ საქართველოს წარმატება მოუტანა ბიზნესის სამყაროში.

2012 წლის 30 სექტემბერს, ჟენევაში იბერკომპანიმ მოიპივა სართაშორისო ჯილდო - „ხარისხის ვარსკვლავი“ ოქროს კატეგორიაში.

       

 ყარსი - ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა

2012 წლის ივლისში კომპანია ჩაერთო ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის პროექტში, სადაც იბერკომპანი მოიჯარის სტატუსითა და საკუთარი ტექნიკით ახორციელებს მიწის სამუშაოებს.

კონტრაქტორი - შპს „ტექნიკა სერვისი“

პროექტის ხანგძლივობა - 2012 წ.

პროეტის მოცულობა - 600 000 მ3

       

 ახალი ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა ქ. მარტვილში

იბერკომპანი აგრძელებს აგს–ების საცალო ქსელის გაფართოებას და ახალი რეგიონების ათვისებას ქვეყნის მასშტაბით. 2011 წლის სექტემბერში, ქ. მარტვილში დაიწყო თანამედროვე სტანდარტების ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა. ახალი აგს-ი ინფრასტრუქტურულად დატვირთული და კომფორტული იქნება. ობიექტზე სრული დატვირთვით იმუშავებს მარკეტი, ავტოსამრეცხაო და მომსახურების სხვადასხვა ობიექტი.

მისამართი - ქ. მარტვილი, მშვიდობის ქ. 115

ფართობი - 2682 მ2

მშენებლობის დასრულების თარიღი –  2012 წლის აპრილი

        

 ავტობანის მშენებლობა იგოეთი - სვენეთის მაგისტრალზე

2011 წლის ივლისში კომპანია ჩაერთო იგოეთი-სვენეთის მაგისტრალზე ავტობანის მშენებლობის პროექტში, სადაც იბერკომპანი 6 კილომეტრიან მონაკვეთზე მოიჯარის სტატუსითა და საკუთარი ტექნიკით ახორციელებს მიწის სამუშაოებსა და გზების რეაბილიტაციას.

კონტრაქტორი - შპს „ნიუ ენერჯი“

პროექტის ხანგძლივობა - 2011 წ.

პროეტის ბიუჯეტი - 500 000 ლარი

        

 ახალი ავტობაზრობის მშენებლობა ქ. რუსთავში

2011 წლის თებერვალში პროექტი - რუსთავის ახალი ავტობაზრობის მშენებლობა დაიწყო. იბერკომპანი ავტობაზრობის მშენებლობას მოიჯარის სტატუსით და საკუთარი ტექნიკით ახორციელებს.

პროექტის პარტნიორი - შპს "მეშვიდე ცა +"

პროექტის ხანგრძლივობა - 2011 წ. თებერვალი - 2011 წ. მაისი

ტერიტორიის ფართობი - 40 000 მ2

პროექტის  ბიუჯეტი  - 4 000 000 ლარი

        

ახალი ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა ქ. ტყიბულში

იბერკომპანი აგრძელებს აგს–ების საცალო ქსელის გაფართოებას და ახალი რეგიონების ათვისებას ქვეყნის მასშტაბით. 2011 წლის იანვარში, ქ. ტყიბულში დაიწყო თანამედროვე სტანდარტების ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა. ახალი აგს-ი ინფრასტრუქტურულად დატვირთული და კომფორტული იქნება. ობიექტზე სრული დატვირთვით იმუშავებს მარკეტი, ავტოსამრეცხაო და მომსახურების სხვადასხვა ობიექტი.

მისამართი - ქ. ტყიბული, ტყვარჩელის ქ. 27

ფართობი - 1100 მ2

მშენებლობის დასრულების თარიღი –  2011 წლის მაისი

        

იბერკომპანის რებრენდინგი

2010 წელს კომპანიაში მენეჯმენტის ცვლილება და რებრენდინგი განხორციელდა: იბერკომპანი მართვის თანამედროვე სტილზე გადავიდა, შეიცვალა ბრენდის ლოგოტიპი, შეიქმნა რეპორტინგის ახალი სისტემა. ახალი კორპორატიული სტილით, საერთო ბრენდის/სახელის ქვეშ მოექცა კომპანიები: იბერკომპანი (მთავარი ოფისი), იბერკომპანი ოილი (ნავთობბაზა), იბერკომპანი პეტროლიუმი (აგს-ების ქსელი), იბერკომპანი ისთეითი (უძრავი ქონება), იბერკომპანი ქონსთრაქშენი (ინფრასტრუქტურული პროექტები).

                            

Copyright © 2011 - ყველა უფლება დაცულია. შპს ”იბერკომპანი”
დამზადებულია C141-ის მიერ
qwe
qwe
qwe
qwe