კონტაქტი   საიტის რუკა
qwe
qwe
ნავთობბიზნესი
 
 

კომპანიის შესახებ

ლარის ოფიციალური კურსი
  19.05
20.05
დოლ. 2.6984 2.6984
ევრო 3.0246 3.0246

რუკა

კომპანიის შესახებ
ისტორია

კომპანიამ საქმიანობა გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში, საწვავის საბითუმო ვაჭრობით დაიწყო. იმპორტი ძირითადად ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ხორციელდებოდა, თუმცა ნავთობპროდუქტები ასევე შემოჰქონდათ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან. 90-იან წლებში საქართველოში არ არსებობდა არცერთი გამართული სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული, მათ შორის - საბაჟო მექანიზმი, ამიტომ იმპორტირებული საქონლის ბაჟის გადახდა მეტწილად ნატურით (საწვავით) ხდებოდა. იმ პერიოდის უამრავ პრობლემას ასევე ემატებოდნენ არაკეთილსინდისიერი კონკურენტებიც: საწვავით მოვაჭრეებს საქართველოში უხარისხო პროდუქცია შემოჰქონდათ, ტექნოლოგიურად დაუშვებელი სითხის შერევით ზრდიდნენ საწვავის მოცულობას და აბსოლუტურად უვარგის პროდუქტს, შესაბამისად იაფად ასაღებდნენ. სწორედ ამ რთულ პერიოდში უხდებოდა კომპანიას საქმიანობა და განვითარება. მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარებისა, კომპანიამ თვითგანვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და 1994 წელს თბილისში, გუდაუთის ქუჩაზე, ნავთობბაზა გამართა, საიდანაც საწვავით ბითუმად მოვაჭრეების, მოგვიანებით კი ავტოგასამართი სადგურების (აგს-ების) საცალო ქსელების მომარაგება ხორციელდებოდა. 

შპს ”იბერკომპანი”, ბრენდის სახით, 1995 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საცალო ვაჭრობის განვითარება და საკუთარი აგს-ების მშენებლობა. შედეგად, კომპანიამ მთელი საქართველოს მასშტაბით 35-მდე ავტოგასამართი სადგურის აშენება და საწვავით ვაჭრობის საცალო ქსელის ამოქმედება შეძლო.

2003 წელს იბერკომპანისა და საერთაშორისო ნავთობმომპოვებელ კომპანია ლუკოილის პარტნიორობა ჩამოყალიბდა, რომელიც საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად საქართველოში სულ ახალი შემოსული იყო. შედეგად, ლუკოილისაგან კომპანიამ ფრანჩაიზორის სტატუსი მიიღო და ახალი პარტნიორის სტანდარტებზე აგს-ების მთლიანი ქსელის რებრენდინგი განახორციელა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო, კომპანიას ჰყოლოდა სტაბილური პარტნიორი, რომელიც ქსელის უკეთ განვითარებასა და გამართვაში დაეხმარებოდა.

2001 წლიდან იბერკომპანიმ საქმიანობის დიაპაზონი გააფართოვა - პოზიციონირება უძრავი ქონების სეგმენტში წამოიწყო. ამ სფეროში კომპანიის თავდაპირველი ინვესტიციის (მიწის შეძენის) მიზნობრიობას, ძირითადად, ახალი აგს-ების მშენებლობა წარმოადგენდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოში სამშენებლო ბუმი დაიწყო და ეს სფერო, შესაბამისად, ინვესტიციის თვალსაზრისით სწრაფად ბრუნვადი და ძალზე მომგებიანი გახდა, იბერკომპანიმ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარკვეული ნაწილის მიზნობრიობა შეცვალა, რაც 2001 წლიდან საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობითა და ბიზნესის ამ მიმართულების მართვა-განვითარებით გამოიხატა. მოცემულ ბიზნეს-სეგმენტში კომპანია ამჟამადაც წარმატებით საქმიანობს.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს პრიორიტეტი გზების მშენებლობა, ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება გახდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა სამშენებლო ტექნიკით მომსახურებაზე. სწორედ ამიტომ, იბერკომპანიმ 2007 წლიდან კიდევ ერთი ინდუსტრია-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მიწის სამუშაოები აითვისა. 2007 წლის დასაწყისში კომპანიამ თურქი პარტნიორების დახმარებით (რომლებსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება ჰქონდათ), სამშენებლო, საგზაო და მიწის დასამუშავებელი მძიმე ტექნიკა (ექსკავატორები,თვითმცლელები, გრეიდერები და სხვა) ლიზინგით შეიძინა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩაერთო. იბერკომპანი ახლაც მჭიდროდ თანამშრომლობს გზების მშენებლობის პროფილით მომუშავე მსხვილ ფირმებთან - აქირავებს ტექნიკას და/ან ტენდერში გამარჯვებულებთან ერთად პროექტების განხორციელებაში სუბკონტრაქტორის სტატუსით მონაწილეობს.

2010 წელს იბერკომპანიმ რებრენდინგი განახორციელა: შეიცვალა ბრენდის ლოგო, დაიწყო კორპორატიული კულტურის, შიდა სტანდარტების დანერგვა, მართვის თანამედროვე ნორმებზე გადასვლა, კომპანიაში ადამიანური რესურსების მართვის დახვეწა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემურობის ჩამოყალიბება.

სხვადასხვა დროს კომპანია აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მიღებული აქვს რამდენიმე საპატიო ჯილდო:

1998 წელს იბერკომპანიმ სახელმწიფო ბიუჯეტში ”ყველაზე მსხვილი გადამხდელის” სტატუსი მიიღო.

2000 წელს კომპანია ქართველი მძლეოსნის გიორგი ასანიძის მეცენატი იყო, როდესაც მან სიდნეის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად იბერკომპანის ”საუკეთესო სპონსორის” ტიტული მიენიჭა.

Copyright © 2011 - ყველა უფლება დაცულია. შპს ”იბერკომპანი”
დამზადებულია C141-ის მიერ
qwe
qwe
qwe
qwe