L
o
a
d
i
n
g
ge
მთავარი | პროექტები
ნაბერაული

17.08.2021

“ნაბერაული ვაინსის” ისტორია 2018 წლიდან იწყება. ბრენდი აერთიანებს ვენახებს, საწარმოსა და ღვინის სივრცეს. თავად ღვინის სივრცე კი ბარს, მაღაზიასა და დეგუსტაციისთვის საჭირო გარემოს მოიცავს, სადაც ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების - რაჭული ლორის, თაფლის, ყველის, დაგემოვნებაა შესაძლებელი.

 

ბრენდი უნიკალურ კულტურაზე დაფუძნებით, მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებაზეა ორიენტირებული, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის.

 

სახელი შთაგონებულია ისტორიით, რომელის თანამხმადაც საუკუნეების წინ, ბერები ხელუხლებელ რაჭულ მიწებზე, შემოდგომის მზიან ამინდებში ამ ჯიშების დაკრეფვით და შემდგომ მისი თავიანთ მარნებში ჩაწურვით, იმ ღვინებად აქცევდნენ, რომელიც ახლა თქვენს წინაშეა. სწორედ ამიტომ ქვია ამ ადგილს ნაბერაული და ეს ძალიან რაჭული ღვინოებიც არის ძველი მეთოდის გაცოცხლება.

საინტერესო და გამორჩეული სტილის ეტიკეტები ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შესახებ ყვება. 

 

„ნაბერაულის“ ამოცანაა ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ენდემური ვაზის  ჯიშების, ავთენტური რაჭული ღვინის სახეობების შენარჩუნება, განვითარება და საერთაშორისო მასშტაბით
ცნობადობის გაზრდა.

 

დღესდღეობით, საქართველოს გარდა „ნაბერაული“ ხელმისაწვდომია დანიის, ფინეთის, ლატვიის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებისათვის.

 

მართალია, ხვანჭკარა რაჭის ყველაზე პოპულარული ღვინოა, თუმცა კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოებიდან ბრენდი ღვინის მოყვარულებს ასევე სთავაზობს: ალექსანდროულს, რაჭულ მწვანეს, ცოლიკოურს, საფერავ-ძელშავს, ტვიშს და უსახელოურს.

 

ასორტიმენტში ქვევრის რაჭული მწვანე და მუხის კასრებში დავარგებული ალექსანდროული, რაჭული მწვანე, ცოლიკოური და საფერავი-ძელშავი შედის.

უკან დაბრუნება
ფოტოები