L
o
a
d
i
n
g
ge
მთავარი | პროექტები
სასტუმრო კარსე

19.08.2021

"კარსე" მცირე ზომის სასტუმროა რაჭაში, სოფელ სადმელში. კარგა ხანია, რაც საქართველო მსოფლიომ გაიცნო, როგორც ტურისტული ქვეყანა, რაჭისადმი ტურისტების დაინტერესება კი სულ უფრო და უფრო იზრდება..  

ამ რეგიონში იბერკომპანი ფლობს 10 ნომრიან სასტუმრო "კარსეს". აქედან 6 ოთახი გათვლილია ორ-ორ სტუმარზე, ხოლო 4 ოთახი სამ-სამ სტუმარს უმასპინძლებს. სივრცის მოწყობისას მაქსიმალურადაა გათვალისწინებული რაჭის ბუნებით ტკბობის და კომფორტული დასვენების  შესაძლებლობა. სასტუმროს ირგვლივ ვენახები და ღვინის ქარხანა აკრავს, სასტუმროს ფანჯრიდან კი თვალწარმტაცი ხედი იშლება.

უკან დაბრუნება
ფოტოები